
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

22 აგვისტო, 2022
მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, უწყება მათთან ერთად 14 სოციალურ პროექტს ახორციელებს.
მათ დასაფინანსებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 296 027 ლარი გამოიყო.
პროექტები ითვალისწინებს:
მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლას
20 ბენეფიციარი
შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებას
25 ბენეფიციარი
მზრუნველობას მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას
60 ბენეფიციარი
0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობას
60 ბენეფიციარი
მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდას
200 ბენეფიციარი;
შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებითა და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას
90 ბენეფიციარი
დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას. ასევე, მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას.
104 ბენეფიციარი
სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას;
1000 ბენეფიციარი
საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების სამედიცინო - სარეაბილიტაციო კურსები ზღვისპირა კურორტზე
20 ბენეფიციარი
დევნილი, სოციალურად დაუცველი მოზარდების რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციას.
20 ბენეფიციარი
სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული მოქალაქეებისთვის ცხელი საკვების მიწოდებას, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას და სოციალური კონსულტაციით დახმარებას.
20 ბენეფიციარი
სოციალურად დაუცველი საოჯახო სახლის აღსაზრდელების დასვენებას ზღვისპირა კურორტზე
40 ბენეფიციარი
სოციალურად დაუცველი უკიდურესად გაჭირვებული მოხუცის თავშესაფრით უზრუნველყოფას
16 ბენეფიციარი
შშმ ბავშვების სამედიცინო - სარეაბილიტაციო კურსებს ზღვის კურორტზე
20 ბენეფიციარი
სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით ფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.