სიახლეები

სიახლეები

11 აგვისტო, 2022

გორის მერმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

„14 წლის წინ, აქ, ამ ადგილას, სამშობლოს დასაცავად 22 ჯარისკაცი იბრძოდა. მათ შორის 17 უთანასწორო ბრძოლას გმირულად შეეწირა. ეს დღე საამაყოცაა და ტრაგიკულიც ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და საქართველოს.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

შინდისის მემორიალთან იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, შინდისის გმირების ოჯახის წევრები და ახლობლები.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა. ის აგვისტოს ომის ერთ-ერთი მძიმე ეპიზოდია. უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით