სიახლეები

სიახლეები

09 აგვისტო, 2022

კარალეთში ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან ერთად 2008 წლის ომის დროს უგზო – უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის – ოთარ სუხიტაშვილის სახელობის მემორიალი გახსნა.

სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შეწირული ჯარისკაცის სახელის უკვდავსაყოფად, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, მისი სახელობის მემორიალი და სკვერი სოფლის ცენტრში მოეწყო.

ოთარ სუხიტაშვილი კარალეთში დაიბადა. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ტანკი, რომელსაც ის მართავდა, ქართული საბრძოლო მანქანების კოლონას ცხინვალისკენ მიუძღვოდა. ჯავშანტექნიკა მოწინააღმდეგემ 8 აგვისტოს გაანადგურა. მას შემდეგ ეკიპაჟის სამივე წევრი, მათ შორის კაპრალი ოთარ სუხიტაშვილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით