სიახლეები

სიახლეები

27 იანვარი, 2023

შეხვედრები "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში იმართება

პროგრამით განსახორციელებელი პროექტები შეხვედრებზე სოფლის მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით წყდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობა ძირითადად გარე განათების დასრულებას, შიდა საუბნო გზებისა და სანიაღვრეების მოწესრიგებას, სპორტული სივრცეების მოწყობას, სკვერებისა და სასაფლაოების შემოღობვას ირჩევენ.

პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

შეხვედრები 16 იანვარს დაიწყო და 2 თებერვალს დასრულდება.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეხვედრებზე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ინიცირებული პროექტების გარდა, ადგილობრივებისგან პირადად ისმენს იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას გააჩნია.

ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მერთან შეხვედრებზე გაჟღერებული საკითხების გადასაჭრელად, პროექტებს გორის მუნიციპალიტეტის მერია ეტაპობრივად განახორციელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით