
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

24 იანვარი, 2023
მემორიალი, რომელის ძირითადი მასალაც ლითონია, ეროვნული დროშის ფერებში იქნება წარმოდგენილი. ლითონის ფურცლებით დაფარული მსუბუქი კონსტრუქცია დამონტაჟდება მონოლითურ ბეტონის საძირკველზე. ფირფიტებზე დატანილი იქნება 9 აპრილს გარდაცვლილი 21 ადამიანის სახელი და გვარიც.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სკვერი, რომელიც გორში სამეფო ქუჩაზე მდებარეობს, რამდენიმე ათეული წლის წინ 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის დროს გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მოეწყო.
ობიექტს მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩასტარებია.