სიახლეები

სიახლეები

20 იანვარი, 2023

გორის მერია მოქალაქეებს გაზრდილ დაფინანსებებს სთავაზობს

2023 წელს, გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ზოგიერთი მუხლით გათვალისწინებული დაფინანსებები გაიზრდა, ზოგიერთ მუხლს კი მოსარგებლეთა კატეგორიები დაემატა.

გაიზარდა: 

 სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო კვლევების დაფინანსება.

 მედიკამენტების დაფინანსება

 მიუსაფარი ადამიანების ქირით უზრუნველყოფა

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახებისა და ომის მონაწილეების ერთჯერადი დახმარება

 მკვეთრად გამოხატული (უსინათლო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება

 სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯობა) ადამიანების ერთჯერადი დახმარება

 2022 წლის 1 იანვრიდან სახელმწიფი ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება

 რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება თანადაფინანსებით

 გაიზარდა სოციალური პროგრამის ორი მუხლის მოსარგებლეთა კატეგორიების რაოდენობაც.

 გასული წლისგან განსხვავებით მიმდინარე წელს, სწავლის ღირებულება დაუფინანსდება იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ 50% - იანი და 70% - იანი სახელმწიფო გრანტი.

 2023 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან სამედიცინო - სარეაბილიტაციო კურსები დაუფინანსდება (2000 ლარის ოდენობით) აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების კიდევ ერთ კატეგორიას (კოდი - F84.9 განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი).

შესაბამისი დოკუმენტი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. იხილეთ დოკუმენტის ბმული - http://matsne.gov.ge/ka/document/view/5692605?publication=0

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით