სიახლეები

სიახლეები

03 აპრილი, 2018

მუნიციპალიტეტში უსახური შენობები სამშენებლო ფარდით დაიფარება

გორის მერია ტურისტული ობიექტებისა და საავტომობილო გზების მიმდებარედ არსებული ტერიტორიების დასუფთავებასა და უსახური შენობა-ნაგებობების იერსახის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.

ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტომ უკვე დაიწყო მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შერჩეული უსახური შენობების სამშენებლო ფარდით დაფარვა. სამუშაოები დღეს უფლისციხის გზის პირას მდებარე ყოფილი ნავთობბაზის ნახევრადაშენებულ შენობაზე დაიწყო. პარალელურად მიმდინარეობს ახლომდებარე ტერიტორიის დასუფთავებაც. უსახური შენობების ფასადების სამშენებლო ფარდით დაფარვის დროებით ღონისძიებას მათ რეაბილიტაცია/დემონტაჟამდე გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით მიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით