სიახლეები

სიახლეები

10 იანვარი, 2019

საშობაო ფესტივალი "გენეთლია"

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში საშობაო ფესტივალი „გენეთლია“ გაიხსნა. ფესტივალი მოზარდებში რწმენის გაძლიერებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში, რომელშიც საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული სასწავლებლებისა და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ,დაგეგმილია საკონფერენციო გამოსვლები, კონკურსები, სპორტული ასპარეზობები და ნამუშევრების გამოფენა. წელს მოსწავლეთა კონფერენცია საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება. საშობაო ფესტივალი ხვალ დასრულდება. „გენეთლია“ გორში, გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა - კურთხევით, უკვე მეცამეტედ  იმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით