სიახლეები

სიახლეები

28 ივლისი, 2018

ამერიკული „სტრაიკერების“ კლონას ადგილობრივი მოსახლეობა შეხვდა

ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონა, რომელიც გორის ცენტრში გაჩერდა, ადგილობრივი მოსახლეობა მრავალეროვნული სწავლების, საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო დროშებით შეხვდა. მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალებაც მიეცა.

აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერი“ კონვოიმ სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაიარა. გორიდან ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონების მარშირება ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების არეალში დასრულდა.

1 აგვისტოს „სტრაიკერი“ უშუალოდ წვრთნებში ჩაერთვება. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული “სტრაიკერები“ სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად რუმინეთში, კონსტანცას პორტიდან შავი ზღვით გამოიგზავნა და ფოთის პორტში შემოვიდა. „ღირსეული პარტნიორი 2018“ ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით