სიახლეები

სიახლეები

07 მაისი, 2018

ძმები რომელაშვილების ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში ძმები რომელაშვილების ქუჩის 485 მეტრიანი მონაკვეთის სარებილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს (ჭალის დასახლება, სტალინის გამზირიდან გრ. ფერაძის ქუჩამდე.). პროექტი ითვალისწინებს სატრანსპორტო და საფეხმავლო სივრცეების რეაბილიტაციასა და ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობას.

ქუჩის აღნიშნილ მონაკვეთზე ტროტუარები ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მიმდინარე სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 273 766 ლარს შეადგენს.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტრუქტული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 34%-ს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" აწარმოებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით