სიახლეები

მთავარი

06 ნოემბერი, 2023

გორის მერიის თანადაფინანსებით უფასო სამედიცინო კვლევები გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით შეძენილი სამედიცინო ტექნიკით მოსახლეობის უფასო სამედიცინო კვლევები გრძელდება.
 
მოძრავი მამოგრაფიის სერვისი ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებმა ამჯერად შინდისში მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზეს. მათ მსურველებს სხვადასხვა სახის კვლევები ადგილზე უფასოდ ჩაუტარეს.
 
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი დიანა ბერიძე ესწრებოდნენ. მათ მოსახლეობასთან ისაუბრეს მოძრავი სკრინინგცენტრის აუცილებლობაზე და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე.
 
უფასო სკრინინგის მიზანი დაავადების ადრეული გამოვლენა და კიბოს პრევენციაა.
 
სამედიცინო ტექნიკის შეძენა განხორციელდა იაპონიის მთავრობის თანადაფინანსებითა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ქართლოსის“ მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით