სიახლეები

მთავარი

20 ივნისი, 2023

გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, გორში საზაფხულო სკოლა გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, გორში საზაფხულო სკოლა გაიხსნა.

მოზარდები 8 - დან 12 წლამდე ორი კვირის განმავლობაში პროექტში „ეს საინტერესოა“ მიიღებენ მონაწილეობას.

30 შერჩეული მოსწავლე გაეცნობა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებს, რომლებმაც შეცვალეს სამყარო და საზოგადოების ცნობიერება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამაგიდო თამაშები, კინოსეანსი, ვიქტორინები, ორიგამი, ბიბლიოფილია, სენსომოტორული აქტივობები, სადღესასწაულო თამაშები. მოზარდები ინფორმირებულები იქნებიან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.

გორის საზაფხულო სკოლა ბავშვებს დაეხმარება გახდნენ უფრო მეტად დამოუკიდებელნი, დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში, იზრუნონ სხვებზე და იცოდნენ როგორ გაუმკლავდნენ გამოწვევებს.

პროგრამას „ეს საინტერესოა“ უძღვებიან „ნიუტონის თავისუფალი სკოლის“ ადრეული განათლების პროგრამის პედაგოგები.

საზაფხულო სკოლაში 30 მოზარდი ორ ჯგუფად გადანაწილდა.

შეხვედრები გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში, კვირის დღებში 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით