დღე : 23
ღამე : 11
კონტაქტი

ტურიზმი გორის მუნიციპალიტეტში

ტურისტული ღირსშესანიშნაობები გორის მუნიციპალიტეტში 

 

  კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე

უფლისციხე - საჭირო დეტალები მონახულებისთვის

 

ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი იყო. იგი მდებარეობს შიდა ქართლში, ქალაქ გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად-ნაკრძალად ღია ცის ქვეშ.

წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა(ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები).

 

იოსებ სტალინის სახლ - მუზეუმი 

 სტალინის მუზეუმი გორში | Georgia Travel

საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი გორში დაარსდა 1937 წელს.  დღესდღეობით ეს კულტურული ძეგლი საქართველოში მუზეუმებს შორის პირველ ადგილზეა მნახველების რაოდენობით.

აქ ინახება 60000-მდე ექსპონატი.  მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა და სტალინის პირადი დაჯავშნილი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა ისტორიულ კონფერენციებზე თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები.

 

გორის ციხე

 ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი XI თავი I  - kavkazplus.com

  

ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა.  "გორის ციხედ" წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება 

 

ატენის სიონი 

 

 ატენის სიონი,... - საქართველოს ისტორია /History of Georgia | Facebook

 

ატენის სიონი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში მდებარეობს, ატენის ხეობაში. 

იგი VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ტაძარი აგებულია მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე.

ატენის სიონის ინტერიერში სამი სხვადასხვა პერიოდის მხატვრობაა დაცული. 

ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა მოხატულობის ყველაზე ძველი, ტაძრის თანადროული მოხატულობის ფრაგმენტები: 

წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქში, თაღებში და ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში.

 

სერგი მაკალათიას სახელობი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

გორის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

"სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი" 1935 წელს დაარსდა. 

გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი იბარებს, ინახავს და იცავს როგორც გორის რაიონის, ასევე შიდა ქართლისა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღმოჩენილ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტებსა და ძეგლებს. 

ამჟამად მუზეუმში დაცულია 48,100-ზე მეტი ექსპონატი. აქაა ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალები. 

მუზეუმი აგროვებს, აღრიცხავს, სწავლობს, პოპულარიზაციას უწევს გორის კულტურული მემკვიდრეობის უძრავ და მოძრავ ობიექტებს და ძეგლებს.

აქ ტარდება თემატური მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენები, კონფერენციები, სამეცნიერო სესიები, ტრენინგები, პრეზენტაციები.
მუზეუმის ყოველდღიური ცხოვრება დატვირთულია სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საგამომცემლო საქმიანობებით.  

 

გიორგი ტატულაშვილის კერამიკის სახლ - მუზეუმი 

 

 კერამიკის სახელოსნო და მუზეუმი

 

მე-19 საუკუნესა და მე-20-ის დასაწყისში საქართველოში განსაკუთრებით ცნობილი იყო გორის მოჭიქული კერამიკა. ქალაქ გორში მცხოვრები ოსტატი გიორგი ტატულაშვილი დღესაც აგრძელებს სახელგანთქმული მოჭიქული კერამიკის ტრადიციას. ტატულაშვილების ოჯახი ოდითგანვე ცნობილია ტრადიციული რეწვის სფეროში აქტიური მოღვაწეობით, მათ ოჯახში დამზადებული კერამიკული ნამუშევრები საქვეყნოდ იყო განთქმული. 

გიორგი ტატულაშვილმა ხელობა წინაპრებისგან ისწავლა. ხალხურ კერამიკაზე მუშაობდნენ მისი ბაბუა და მამა. 

წლების წინ ბატონი გიორგის სახლი გორში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა. სახელოსნოში XIX საუკუნის შეშის ღუმელია შემორჩენილი, რომელიც მის ბაბუას ეკუთვნოდა. ტატულაშვილების კერამიკა განთქმული იყო გორში და საპატიო სტუმრები ყოველთვის მათი სახელოსნოს დასათვალიერებლად მიჰყავდათ მასპინძლებს. 

გიორგი ტატულაშვილის სახელოსნოში ტრადიციული ხელობა, დაგროვებული ცოდნა მომავალ თაობებსაც გადაეცემა. ეს ის ადგილია, რომლის მონახულებაც ნებისმიერი ასაკისა და ინტერესების ადამიანს დაუვიწყარი, ფერადი შთაბეჭდილებებით აავსებს. 

 

ატენის ხეობის ტურისტული პოტენციალი 

ყინულზე ცოცვის ფესტივალი ბიისში

 

 შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება

 

ატენის  ხეობა  გორიდან 15 კმ -ში მდებარეობს. ხეობას აქვს ექსტრემალური ტურიზმის განვითარების უდიდესი  პოტენციალი.  აქ არსებული ბუნებრივი და კლიმატური პირობები  როგორც ზაფხულის, ასევე  ზამთრის  კურორტის  მოწყობის  საშუალებას  იძლევა.

სოფელ  ბიისში  ნიადაგიდან  ბუნებრივად  ამოდის ბალნეოლოგიური  წყლები, რომელსაც განსაკუთრებული სამკურნალო  თვისებები   გააჩნია.ხეობაში აქტიუად მიმდინარეობს მცირე საოჯახო სასტუმროების მშენებლობა და რესურსების მაქსიმალური ათვისება.