დღე : 15
ღამე : 4
კონტაქტი

მუნიციპალური ორგანიზაციები

ა(ა)იპ გორის მუნიციპალური ინსპექცია

ა(ა)იპ ი „გორის მუნიციპალური ინსპექციის“ მიზნებია,  გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო პირობების, გარე იერსახის, კეთილმოწყობის, პარკირების, დგომა-გაჩერების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის, გარე ვაჭრობის და სხვა წესების დაცვის უზრუნველყოფა.

 

ასევე,  დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, ნარჩენების მართვის კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.

 

ინსპექციის ფუნქციებია,  გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი.

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და ჭების, ინფრასტრუქტურული მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობის კონტროლი;

 

 

ზედამხედველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოებადა წესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე:

 

დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება; უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე.

 

ა(ა)იპ გორის მუნიციპალური ინსპექციის წესდება 

ს/კ. 21 80 86 087

დირექტორი_ ილია რაზმაძე 

მობ.: 599 41 43 39

ელ.ფოსტა _ gori.inspection@gmail.com