დღე : 26
ღამე : 14
კონტაქტი

მუნიციპალური ორგანიზაციები

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

ა(ა)იპ გორის მუნციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

 

ცენტრი დადგენილი უფლება-მოვალეობებით ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ეპიდზედამხვდველობის    განხორციელებას და სამედიცინო  სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფას, გორის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელებას  და    სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე. ცენტრი ვალდებულია  სამედიცინო დაწესებულებებიდან სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და   წარდგენა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისათვის (დკსჯდ);

Ø ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისათვის გადამდებ და არაგადამდები დაავადებების პროფილაქტიკის, მავნე ჩვევათა კორექციის  შესახებ ლექცია-საუბრების ჩატარება, რისთვისაც გამოყენებული იქნება ტელევიზია, მასმედია, ბეჭდური მედია და ა.შ.

Ø ფიზიკური აქტივობის, როგორც ჯანმრთელობის ხელშემწყობი ფაქტორის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის ამაღლება

Ø საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა,  მათთვის საჭირო რეკომენდაციების მიწოდება

Ø საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში (ე.წ. ,,სილამაზის სალონები’’)  ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი, მათთვის აუცილებელი რეკომენდაციების მიწოდება სანიტარიული ნორმების დაცვის მიზნით

 

მისამართი: გორი, სტალინის ქ. N2   

ს/კ: 218081590

დირექტორი: მარინე გიუნაშვილი 

მობ. 599 26 04 27

Giunashvilimari@gmail.com

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წესდება