დღე : 27
ღამე : 11
კონტაქტი

მერიის სამსახურები

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური

სოციალური და ჯანდაცვის სამსახური გორის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულია, რომელიც უზრუნველყოფს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადებასა და განხორციელებას.

სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

  • ჯანდაცვის განყოფილება
  • სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება
  •  სოციალური და ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება

სამსახური დადგენილი  წესით უზრუნველყოფს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის  საკითხებზე; პროექტების მომზადებას სოციალურად დაუცველ (ვეტერანები, ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებულ) პირთა მიმართ დამატებითი სოციალური შეღავათების და დახმარებების თაობაზე; მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას.

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულება

 

მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით