გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.
2023 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტისთვის“ 3 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.
პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტი დაყოფილი 28 ზონად.
ჯაზ ბენდის ,,Rhine River Ramblers’’ - ის წარმომადგენლებმა სხვადასხვა კომპოზიციებთან ერთად საქართველოსა და ამერიკის ჰიმნები შეასრულეს და ქართულ - ამერიკულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა ბექა ასანიძემ „ადგილობრივი დემოკრატიის ჩემპიონის“ ტიტული პროექტის 22 მონაწილეს შორის მოიპოვა.
გორის მუნიციპალიტეტი მონაწილეობას იღებს 2022 წლის 13-15 მაისს ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე - Expo Batumi Travel 2022.
გამოფენა გაიხსნება 13 მაისს 12:00 საათზე.
მის: ქ ბათუმი, ასათიანის ქ. 27;
პირველ დღეს მარიამი სკოლაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა მიაცილეს.
„გორის მერია მაქსიმალურად უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირებას და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი გვაქვს დაფინანსებული. ამ ეტაპზე, შშმ პირები ბოჩას თამაშს სწავლობენ. აღნიშნული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში წელს პირველად ხორციელდება. დარწმუნებული ვარ, მისი ბენეფიციარები არაერთხელ გვასახელებენ“ - გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი.
პირადად გავეცანი არსებული საწარმოების საქმიანობას. მათ უკვე საკმაოდ დიდი წარმატებები აქვთ და მჯერა, რომ კიდევ უფრო განვითარდებიან. გორის მუნიციპალიტეტის მერია კომპეტენციის ფარგლებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მათგანს.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
ორივე ქუჩას, რომლებიც ერთმანეთს უერთდება, ორ ათეულ წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. გზის დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებსაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებს.
წირვას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მრევლი.
„კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს. ჩვენ კარგად ვიცით თავისუფლების და მისთვის ბრძოლის ფასი. იმედი მაქვს, ომი მალე დასრულდება და თითოეული უკრაინის მოქალაქე დაუბრუნდება თავის საცხოვრებელს. შევხვდი გორის მუნიციპალიტეტში მყოფ უკრაინელებს. მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მივულოცეთ და სასურსათო პაკეტები გადავეცით. გარდა ამისა, უკრაინიდან ჩამოსულ ოჯახებს მერია დაუფინანსებს ბინის ქირას.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.