დღე : 25
ღამე : 18
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

08 აგვისტო, 2022

8 აგვისტო გორში

გორში 2008 წელს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ მურალოვასთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

სხვა სიახლეები
მთავარი
24 ივლისი, 2024
ენერგოეფექტური გარე განათება აღმაშენებლის გამზირზე

სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირიდან ევროპის მოედნამდე, გზის 1100 მეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს და განათების 92 წერტილი განთავსდება.

გაიგე მეტი
მთავარი
24 ივლისი, 2024
26 ივლისს გორში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება.

შეჯიბრებაში მონაწილეობა 15 - დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

გაიგე მეტი
მთავარი
23 ივლისი, 2024
გორში ,,საზაფხულო სკოლა’’ დასრულდა
პროექტი კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ განხორციელდა და მასში მონაწილეობა 60 - მდე მოზარდმა მიიღო.

 

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით