დღე : 7
ღამე : -2
კონტაქტი

სიახლეები

ანონსი

14 იანვარი, 2025

7 თებერვალს ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართება

სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში შპს ,,არტსტუდიო-პროექტი“-ს მიერ წარმოდგენილ იქნა გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა (პროექტი).

დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და შპს ,,არტსტუდიო-პროექტს“ შორის 2023 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N153-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000067) საფუძველზე.

დაგეგმვის მიზანია დასახლებების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.

„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.

სივრცის დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2025 წლის 7 მარტს 14:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ბოშური, სასტუმრო „სოლო გრანდი“.

საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა ელექტრონული და მატერიალური სახით.

განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154

ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;

ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ მისამართზე:

გორის მუნიციპალიტეტის მერია - ქ. გორი, გრიგოლ ფერაძის №5. დოკუმენტაცია ატვირთულია შემდეგ ბმულზე:

https://drive.google.com/drive/folders/1pgu8DoVb8BRMp0xqwRh1djVUBfFV3z5X?usp=sharing

სხვა სიახლეები
მთავარი
03 თებერვალი, 2025
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გრაფიკი 2025

 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის გრაფიკი 2025 

გაიგე მეტი
მთავარი
23 იანვარი, 2025
გორის მერიის თანადაფინანსების პროგრამები 2025

თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას და მოქმედ გაერთიანებებს.

გაიგე მეტი
მთავარი
22 იანვარი, 2025
პროექტი 16- დან 30 წლამდე ახალგაზრდებისთვის

რეგისტრაცია გრძელდება 25 იანვრის ჩათვლით

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით