გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01
05 თებერვალი, 2024
გორში პირველად ჩატარდა ცოტნე ბარამიძის ხსოვნის მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში უმცროსი ასაკის მოჭიდავეთა შორის.
შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
ტურნირს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები, მწვრთნელები, ტიტულოვანი სპორტსმენები და ცოტნე ბარამიძის თანაგუნდელები, როგორც საქართველოდან ისე ყაზახეთიდან.
ცოტნე ბარამიძე ტიტულოვანი მოჭიდავე იყო, რომელმაც სპორტსმენის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო.
ცოტნე ბარამიძე სამწუხაროდ, გასულ წელს, ტრაგიკულად გარდაიცვალა. მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ, წელს პირველად ჩატარდა ტურნირი, რომელიც ტრადიციული გახდება და ყოველ წელს გაიმართება.
ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლაში გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
თანადაფინანსების პროგრამებით სარგებლობა შეუძლიათ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოსახლეობას და მოქმედ გაერთიანებებს.
რეგისტრაცია გრძელდება 25 იანვრის ჩათვლით
2025 წლის 3 თებერვალი, 15:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. ურბნისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2025 წლის 3 თებერვალი, 17:00 საათი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. რუისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2025 წლის 4 თებერვალი, 12:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ვარიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
2025 წლის 4 თებერვალი, 15:00 საათი, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. შინდისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა