დღე : 23
ღამე : 11
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

30 ნოემბერი, 2023

გორმა "ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის" სტატუსი მიიღო

გორის მუნიციპალიტეტს პირველად "ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის" სტატუსი მიენიჭა.
 
ჯილდო გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს პოლონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა გადასცა.
 
აღნიშნული სტატუსი გორის მუნიციპალიტეტმა პროექტის „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარების” ფარგლებში მიიღო.
 
გორის მერია პროექტში 2021 წელს ჩაერთო, ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა თანმიმდევრული აქტივობებით შეძლო ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რაც შედეგზეც აისახა.
ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში დაინერგა ინვესტორთა მომსახურების თანამედროვე სტანდარტები, მომზადდა საინვესტიციო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
შესაბამისი საინფორმაციო მასალა განთავსდა როგორც გორის მუნიციპალიტეტის, ასევე პროექტით გათვალისწინებულ ყველა ელექტრონულ პლატფორმაზე.
 
პროექტში საქართველოდან ჯამში 22 სახელმწიფო უწყება ჩაერთო. მათ შორის ინვესტორისთვის მეგობრული ორგანიზაციის სტატუსი გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.
 
პროექტი „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარება” პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური დახმარების ფონდისა და საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
 
სამივე სახელმწიფო უწყება მოპოვებული სანდოობის საერთაშორისო სტატუსით 2027 წლამდე ისარგებლებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
05 მაისი, 2025
გორის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის 15-19 წლის გოგონებისთვის იწყება ტექნოლოგიური თავგადასავალი!

კასპის ტექნოპარკში, 5 დღე სუპერ გამოცდილებით:ტრენინგები და ინსპირაციული ლექციები

გაიგე მეტი
მთავარი
05 მაისი, 2025
საქართველოს თავისუფლების თამაშები

"საქართველოს თავისუფლების თამაშების" ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში სკოლებს შორის შეჯიბრი გაიმართა 3x3 კალათბურთში.

გაიგე მეტი
მთავარი
04 მაისი, 2025
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა Expo Batumi International Tourism

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა

9.10.11 მაისი

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით