დღე : 8
ღამე : 1
კონტაქტი

მუნიციპალიტეტის შესახებ

                                                

გორის მუნიციპალიტეტი  ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარეში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი -  გორი.

სახელწოდება დაკავშრებულია  ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკთან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე _  "გორის ციხე".

მუნიციპალიტეტის ტერიტორია აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და მოიცავს  ისტორიულად და გეოგრაფიულად უმნიშვნელოვანეს ადგილებს.

ჩრდილოეთით ოკუპირებული ცხინვალი ესაზღვრება, აღმოსავლეთით კასპის, სამხრეთით - ბორჯომის და წალკის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით კი ქარელის მუნიციპალიტეტი

  • გორის მუნიციპალიტეტის ფართობი 1 336.3 კვ.კმ 
  • მოსახლეობის რაოდენობა 118 800 ადამიანი   
  • მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების რაოდენობა - 121  

 

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია თვითმართველობის უმაღლესი თანამდებობის პირი - მუნიციპალიტეტის მერი და წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრები.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოდგენილია 36 საკრებულოს წევრისაგან

მათ შორის,  12 მაჟორიტარი და 24 პროპორციული წესით არჩეული წევრისგან.

აღმსარულებელ ორგანოს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც 9 სტრუქტურული ერთეულისაგან  - სამსახურისგან შედგება, აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელობს პირდაპირი წესით არჩეული მუნიციპალიტეტის მერი.  


გორის მუნიციპალიტეტის ცენტრი საქართველოს დედაქალაქიდან -  დაშორებულია 75 კილომეტრით, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 93 კილომეტრით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ს-1 (თბილისი - სენაკი- ლესელიძე) და ს-10 (ცხინვალი - ჯავა-როკი ) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები.

მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ლიახვი, ტანა, პატარა ლიახვი, მეჯუდა, თეძამი.

ყველაზე მაღალ წერტილს განეკუთვნება - "ჯამჯამას"  მთა, რომელიც  თრიალეთის ქედზე, რომელიც ზღვის დონიდან 1780 მეტრზე მდებარეობს.


თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, შექმნილია  ადმინისტრაციული ერთეულები - 33 ადმინისტრაციული ერთეული ( ქალაქში 11ად. ერთეული , სოფლებში 22 ადმ.ერთეული)

გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:


ბერბუკის, კარალეთის, შავშვების, მეჯვრისხევის, მერეთის, სკრის, ტირძნისის, ტინისხიდის, ვარიანის, ქვახვრელის, შინდისის, ძევერის, ზეღდულეთის, ახალუბნის, ატენის, ნიქოზის, მღებრიანის, საყავრის, ბოშურის, ტყვიავის და ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულები.

გორის მუნიციპალიტეტს ტურიზმის განვითარებისთვის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.

მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი მდიდარია ისტორიული ნაგებობებით, ეკლესია-მონასტრებით, მუზეუმებით, ცნობილი მწერლებითა და  საზოგადო მოღვაწეებით.

ეკონომიკის დარგობრივი სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგი სახით: სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ვაჭრობა,  განათლება, ჯანდაცვა და სხვა მომსახურება.

გორიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს  ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში, VII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ატენის სიონი, რომელიც მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზეა აშენებული.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევე მდებარეობს კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე, რომელიც VII საუკუნით თარიღდება.