დღე : 11
ღამე : 1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

30 ნოემბერი, 2023

გორმა "ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის" სტატუსი მიიღო

გორის მუნიციპალიტეტს პირველად "ინვესტორებისთვის მეგობრული მუნიციპალიტეტის" სტატუსი მიენიჭა.
 
ჯილდო გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს პოლონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა გადასცა.
 
აღნიშნული სტატუსი გორის მუნიციპალიტეტმა პროექტის „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარების” ფარგლებში მიიღო.
 
გორის მერია პროექტში 2021 წელს ჩაერთო, ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა თანმიმდევრული აქტივობებით შეძლო ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რაც შედეგზეც აისახა.
ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში დაინერგა ინვესტორთა მომსახურების თანამედროვე სტანდარტები, მომზადდა საინვესტიციო წინადადება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
შესაბამისი საინფორმაციო მასალა განთავსდა როგორც გორის მუნიციპალიტეტის, ასევე პროექტით გათვალისწინებულ ყველა ელექტრონულ პლატფორმაზე.
 
პროექტში საქართველოდან ჯამში 22 სახელმწიფო უწყება ჩაერთო. მათ შორის ინვესტორისთვის მეგობრული ორგანიზაციის სტატუსი გორისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონმა მიიღო.
 
პროექტი „საქართველოს რეგიონების კონკურენტუნარიანობის ზრდა და მეწარმეობის განვითარება” პოლონეთის ფონდებისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური დახმარების ფონდისა და საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა.
 
სამივე სახელმწიფო უწყება მოპოვებული სანდოობის საერთაშორისო სტატუსით 2027 წლამდე ისარგებლებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
14 დეკემბერი, 2024
გორში გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა გრძელდება

თოვლმა და ძლიერმა ყინვამ გვიან ღამით პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის გადამცემი სადენები. ამ ეტაპისთვის ელექტრო ენერგია გათიშულია 22 სოფელში.

გაიგე მეტი
მთავარი
05 დეკემბერი, 2024
100% - იანი გრანტის მქონე სტუდენტების დაჯილდოება

2024 წლის ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 26 ახალგაზრდამ მოიპოვა.

გაიგე მეტი
მთავარი
30 ოქტომბერი, 2024
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოცილაური პროგრამები

გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით