ანონსი

12 ნოემბერი, 2025

გორში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი V მემორიალური ტურნირი გაიმართება

13-14 ნოემბერს, გორის სპორტის სასახლეში, ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი V მემორიალური ტურნირი გაიმართება თავისუფალ ჭიდაობაში, ახალგაზრდებს შორის.


„სხირელის თასი“ 2021 წლიდან ტარდება. წლეულს, ტურნირი ლეგენდარული მწვრთნელის დაბადებიდან 80 წლისთავს ემთხვევა. ბატონი ნუგზარი 13 ნოემბერს 80 წლის გახდებოდა.


შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
გამოვლინდება გუნდურ ჩათვლაში გამარჯვებულიც.

13 ნოემბერს, ჩატარდება 1/8 ფინალური, 1/4 ფინალური და 1/2 ფინალური პაექრობები.
14 ნოემბერს კი, გაირკვევა ყველა წონაში მედლების მფლობელთა ვინაობა და საუკეთესო გუნდი.
ასპარეზობა სპორტის სასახლეში ორივე დღეს 11 საათიდან დაიწყება.

დასწრება თავისუფალია

ტურნირის ორგანიზატორები არიან: გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო. ტურნირის მხარდამჭერია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

სხვა ანონსი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით