ანონსი

04 სექტემბერი, 2024

გორის მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში 3X3 - ზე იწყება

გორის მუნიციპალიტეტის პირველობა კალათბურთში 3X3 - ზე იწყება.
გუნდების რეგისტრაცია 9 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება.
განაცხადის ფორმა - https://shorturl.at/nqiEk
შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები იასპარეზებენ.
ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს.
ტურნირი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით (დებულება - https://shorturl.at/JiA5u).
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი ჯილდოებით.
I ადგილი - 3000 ლარი
II ადგილი - 2000 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
შეჯიბრების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და საკალათბურთო კლუბი ,,ივერიონი“. ტურნირი ტარდება ,,შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში.
ღონისძიება "შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“ - ის ფარგლებში ტარდება.
 
597 00 86 00

სხვა ანონსი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით