ანონსი

04 სექტემბერი, 2024

გორში გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გიმართება

გორში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის გიორგი კანდელაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი იმართება კრივში.
 
ჩემპიონატი 4 სექტემბერს 17:00 საათზე გორის სპორტის სასახლეში გაიხსნება. 
ქართველ სპორტსმენებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებენ ესტონელი, ლატვიელი, მოლდოველი, უკრაინელი, ყაზახი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი მოკრივეები.
 
მერვედფინალური, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები 4 – დან 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ფინალური ორთაბრძოლები 9 სექტემბერს გაიმართება. 5 - დან 9 სექტემბრის ჩათვლით შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
 
ტურნირი 13 წონით კატეგორიაში იმართება. გამარჯვებულებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.
 
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო და გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლა.
 
პროფესიონალი მოკრივე გიორგი კანდელაკი 1997 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.1997 წლამდე, სპორტსმენმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კრივში იუნიორებს შორის, გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის პრიზიორი, N2 მოკრივე 91 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო მოკრივეთა შორის, იყო მსოფლიო ჩემპიონი სუპერ-მძიმე წონაში, მსოფლიო ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების მონაწილე .

სხვა ანონსი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით