ანონსი

24 ივლისი, 2024

26 ივლისს გორში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება.

26 ივლისს, გორში ფეინთბოლის ჩემპიონატი გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილე გუნდების რეგისტრაცია დაიწყო.

შეჯიბრებაში მონაწილეობა 15 - დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

ჩემპიონატში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისად, 10 გუნდის რეგისტრაციის შემდეგ აპლიკაციების მიღების პროცესი ავტომატურად შეწყდება.

ღონისძიების მიზანი ფეინთბოლის, ექსტრემალური სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

შეჯიბრება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის თანამშრომლობით ხორციელდება.

ინიციატივა "გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამიდან" ფინანსდება.

დარეგისტრირდი - https://docs.google.com/.../1FAIpQLScVWj_Z4fIhP.../viewform

599 74 96 49

სხვა ანონსი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით