გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01
04 ივლისი, 2024
”ერისიონი” საქართველოს რეგიონებში საგასტროლო ტურნეს იწყებს!
20 ივლისი, გორი. გ.ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია.
დას: 20:00 სთ
დასწრება თავისუფალია
მაყურებელი „ერისიონის“ სრულიად ახალ შოუ-პროგრამას იხილავს, რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბატონმა შერმანდი ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ქალბატონმა ეკა ჭკუასელმა შექმნეს.
აუცილებელია, აღინიშნოს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის გვერდში დგომა. რომ არა სამინისტროს დაფინანსება და მხარდაჭერა „ერისიონი“ რეგიონებში კონცერტებს სრულყოფილად ვერ ჩაატარებდა.
ასევე, ანსამბლის სახელით დიდი მადლობა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მერს, ბატონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, გაწეული დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის.
აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 - მდე შშმ პირს ეტლი უსასყიდლოდ გადაეცა. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.