ანონსი

22 მაისი, 2024

24-26 მაისს გორის სპორტის სასახლეში ნუგზარ სხირელის ტურნირი გაიმართება

სახელოვანი მწვრთნელის, ტიტულოვანი სპორტსმენების აღმზრდელის ნუგზარ სხირელის IV მემორიალური ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში 24-26 მაისს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება.
 
ტურნირი საერთაშორისოა და მასში ქართველ სპორტსმენებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებიც იასპარეზებენ.
 
ღვაწლმოსილი მწვრთნელისადმი მიძღვნილ მემორიალურ ტურნირს, მისი აღზრდილი ტიტულოვანი სპორტსმენების ინიციატივით, 2021 წელს ჩაეყარა საფუძველი.
 
„ნუგზარ სხირელის თასის“ ორგანიზატორია - გორის მუნიციპალიტეტის მერია და გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო, ტურნირის მხარდამჭერები - ჭიდაობის მსოფლიო ორგანიზაცია (UWW) და საქართველოს ჭიდოაბის ეროვნული ფედერაცია.
 
☑️25 მაისი - პირელი საშეჯიბრო დღე
☑️26 მაისი - ფინალური ბლოკი
დასწრება თავისუფალია.
 
გთხოვთ მობრძანდეთ!

სხვა ანონსი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით