ანონსი

11 აპრილი, 2024

გორი პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს სპორტული ღონისძიება მიეძღვნება.
ღონისძიება 16 აპრილს, გორის სპორტის სასახლის ეზოში 15:00 საათზე გაიხსნება.
 
ღონისძიების ფარგლებში ცნობილი გორელი სპორტსმენები ჩაატარებენ მასტერკლასებს შემდეგ ოლიმპიურ სახეობებში:
ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, კრივი, ძალოსნობა, კალათბურთი, ფეხბურთი.
 
მასტერკლასებთან ერთად, სპორტის ქომაგებისთვის მოეწყობა ვიქტორინა ოლიმპიური თამაშების შესახებ.
 
სპორტის ცნობილი ოსტატები ისაუბრებენ გორზე, როგორც, სპორტული წარმატებით ცნობილ ქალაქზე.
 
ღონისძიებას დაესწრება საპატიო სტუმარი საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი შერაზ გასრი.
დასწრება თავისუფალია.

 

სხვა ანონსი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით