ანონსი

28 მარტი, 2024

გორის მუნიციპალიტეტი 14 - დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ინოვაციურ პროექტს სთავაზობს

გორის მუნიციპალიტეტი 14 - დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ინოვაციურ პროექტს სთავაზობს.

მერია პროექტს "ციფრული აკადემია Flibolearn" - ს პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში 5 თვის განმავლობაში გორელი ახალგაზრდები შეისწავლიან ინფორმაციულ ტექნოლოგიებს.

პროექტში ჩართვის მსურველები ორ სასწავლო მიმართულებას - ფრონტ ენდ დეველოპმენტს და გრაფიკულ დიზაინს შეისწავლიან. თითოეული ჯგუფი კონკურსის შედეგად შერჩეული 20-20 მოზარდით დაკომპლექტდება.

ინიციატივის მიზანია ახალგაზრდებში ინფორმაციული ტექნოლოგიების დაუფლების შესაძლებლობის თანაბარი ხელმისაწვდომობა.

პროექტს ორგანიზაცია "ფიბოლერნი" - თან ერთად ახორციელებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია 5 აპრილამდე - https://www.laragori.ge/course-registration...

დაგვიკავშირდით - 599 73 27 71 

სხვა ანონსი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით