ანონსი

25 ნოემბერი, 2023

გორში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

 

28 ნოემბერი, 12:00 საათი

 

გორი, თეატრის სკვერი

 

გამოფენა - გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები.

 

მათ, ვისაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის პროცესში წვლილის შეტანა სურს, შესაძლებელია ნივთების ელექტრონულად შეძენაც მაღაზია www.Re-market.ge _ზე.

 

https://www.facebook.com/profile.php?id=100083232553746&mibextid=LQQJ4d

გაყიდვების შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ერიცხებათ.

 

გამოფენა - გაყიდვას „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით მართავს.

 

„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირია, რომლის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია მათი პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით.

სხვა ანონსი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით