გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01
07 ნოემბერი, 2023
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე
„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“
საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან
გარემოსდავით და სოციალურ ვალდებულებათა გეგმის, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმისა, შრომითი ურთიერთობების მართვის პროცედურისა და განსახლების ჩარჩოს დოკუმენტის თაობაზე
საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია განავითაროს სოფლის მეურნეობის დარგი და ხელი შეუწყოს მცირე ფერმერების და აგრობიზნესის, ეფექტურად და მიზნობრივ განვითარებას. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა ერთიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის სფეროში კერძოდ, წყლისა და მიწის რესურსების სწორედ და ეფექტურ მართვაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკის ახალი საინვესტიციო პროექტი – „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“- რომელიც მიმართულია მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 150 მლნ დოლარს, რომელიც თანაბრადაა გაყოფილი (50/50) მსოფლიო ბანკის სესხსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის.
საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოსდაცვითი და სოციალური დოკუმენტაციის გაცნობა/განხილვა.
(1) გარემოსდავით და სოციალურ ვალდებულებათა გეგმა, (2) დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა, (3) შრომითი ურთიერთობები მართვის პროცედურა, და (4) განსახლების ჩარჩო დოკუმენტი.
შეხვედრები ჩატარდება
2023 წლის 10 ნოემბერს, 12:00 საათზე
მისამართი:
გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზეღდულეთი, ადმინისტრაციული შენობა
განსახილველი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34061 და მუნიციალიტეტების ვებ გვერზე განცხადება საკონსულტაციო შეხვედრის შესახებ გამოკრულია მუნიციპალიტეტების საინფორმაციო დაფაზე.
წინასწარი გაცნობისთვის დოკუმენტების ამობეჭდილი ვერსიები ხელმისაწვდომია მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის ოფისში, მისამართი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი #6
გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა
გორი, გრიგოლ ფერაძის #5
გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს.
სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წლის იუბილე აღინიშნა.
გორის მთავარ დღესასწაულს ,,გორის დღე 2024“ გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ოჟიშისა (პოლონეთი) და ბიალისტოკის (პოლონეთი) წარმომადგენლები დაესწრნენ.