დღე : 27
ღამე : 12
კონტაქტი

მერიის სამსახურები

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,   სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური მერიის პირველადი   სტრუქტურული ერთეულია. სამსახურის ფუნქციურად ახორციელებს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მუნიციპალური საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვას. 

 

განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ სფეროში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას.

კულტურის საქალაქო პროგრამების სფეროში ადმინისტრირებას და ანალიტიკურ სამუშაოებს, მათ შორის: 

მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობას,კულტურული, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

 

სამსახურის მოქმედების სფეროში კერძო ინიციატივების ხელშეწყობას, დაძმობილებული ქალაქების შესაბამის სამსახურებთან ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობას და ახალი ურთიერთობების დამყარებას, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითმმართველობებთან თანამშრომლობასა და  ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობას.

 

სამსახურის სტრუქტურული ქვედნაყოფებია:

  •  განათლების განყოფილება 
  • კულტურის განყოფილება
  • სპორტის განყოფილება 
  • ახალგაზრდული განყოფილება

განათლების, სპორტის, კულტურის და აზალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით