დღე : 24
ღამე : 16
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

09 აგვისტო, 2022

ლექცია საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის შესახებ

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძისა და მინისტრის მოადგილეების საჯარო ლექციას დაესწრნენ. ლექციის თემა სამართლებრივი გზებით საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა იყო.
იუსტიციის მინისტრისა და მოადგილეების შეხვედრა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან აგვისტოს ომს მიეძღვნა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა აკადემიის რექტორი, გენერალი მამია ბალახაძე.
გორი არის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც 14 წლის წინ რუსული აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. სწორედ გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი გახდა „ოქროს სამხილი“, რომელმაც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა. იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარადგინა 15 მოწმე, სხვადასხვა სოფლის მცხოვრებნი, ვინც საკუთარ თავზე იწვნია ომის უბედურება, მათ შორის, შვილმკვდარი დედები. 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცები, სამხედროები, რომლებმაც ომში თანამებრძოლები დაკარგეს; დაზარალებულები, რომლებმაც, საერთაშორისო სასამართლოს წინაშე მისცეს ჩვენებები; და სახელმწიფო ერთად არის ის ძალა, რომელმაც სტრასბურგში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება შეძლო.
იუსტიციის მინისტრი და მოადგილეები საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში შეკრებილებს სტრასბურგსა და ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე დავებზე ესაუბრნენ, რომლებიც აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებით დასრულდა.
 
საუბარი შეეხო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას − ამოერიცხა ან დაუშვებლად ეცნო საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარდგენილი 3,300-ზე მეტი საჩივარი, რომლებიც რუსეთის კოორდინაციით შევიდა.
ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.
იუსტიციის მინისტრმა და მოადგილეებმა განმარტეს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის მხრიდან 2008 წელს საქართველოს ოკუპაციის ფაქტის დადასტურება, ცხინვალის რეგიონში ქართველების ეთნიკური წმენდის აღიარება; აგრეთვე, რუსეთის ბრალეულობის დადგენა ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობისა და წამებისთვის; სამხედროებისა და სამოქალაქო პირების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის მძლავრი სამართლებრივი იარაღია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დეოკუპაციისათვის.

სხვა სიახლეები
მთავარი
25 ივლისი, 2023
დაესწარით სამოქალაქო ბიუჯეტის ღია კარის დღეს !
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ შერჩეულ ინიციატივებს გორის მერია 2024 წელს განახორციელებს.

 

გაიგე მეტი
მთავარი
21 ივლისი, 2023
2023 წელს ლიტერატურული პრემია ,,მაჩაბელი“

კონკურსი ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მესამე წელია იმართება.

გაიგე მეტი
მთავარი
18 ივლისი, 2023
"სამოქალაქო ბიუჯეტის" ახალგაზრდული კლუბის წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

შეხვედრების დროს კლუბის წევრები მოსახლეობას აცნობენ პროექტის შესახებ ინფორმაციას და ეხმარებიან მათ 2024 წელს განსახორიციელებელი პროექტებისთვის საინიციატივო წინადადებების მომზადებაში.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით