გორის მუნიციპალიტეტის მერია

Gori Municipality City Hall

ცხელი ხაზი

577 500912

599 851788

599 220600

598 260001

კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

08 აგვისტო, 2022

8 აგვისტო გორში

გორში 2008 წელს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან თამარ მურალოვასთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, რუსეთ - საქართველოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გადაიხადა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

სხვა სიახლეები
სიახლეები
20 დეკემბერი, 2022
ქიწნისში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

გაიგე მეტი
სიახლეები
20 დეკემბერი, 2022
გორში ორი სპორტული დარბაზი რეაბილიტირდა

გორელი მოზარდები, რომლებსაც კიკბოქსინგის, მკლავჭიდისა და კრივის შესწავლა სურთ, მალე ახალი, შესაბამისი ინტერიერის მქონე სპორტული დარბაზებით ისარგებლებენ

გაიგე მეტი
სიახლეები
18 დეკემბერი, 2022
საქველმოქმედო კონცერტი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით

კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდება. ნიკოლოზ რაჭველის მიერ სცენიდან გაჟღერებულ იდეას, აღდგეს გორში საგუნდო მუსიკის ფესტივალი, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გამოეხმაურა და მაყურებელს ფესტივალის აღდგენაში მაქსიმალურ მხარდაჭერას დაჰპირდა. ღინისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

გაიგე მეტი
მიწერე მერს
გაიგე მეტი
სამოქალაქო ბიუჯეტი
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით