დღე : 9
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

ანონსი

07 ნოემბერი, 2023

საკონსულტაციო შეხვედრა „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე

„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“

 

საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან

გარემოსდავით და სოციალურ ვალდებულებათა გეგმის, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმისა, შრომითი ურთიერთობების მართვის პროცედურისა და განსახლების ჩარჩოს დოკუმენტის თაობაზე 

 

საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია განავითაროს სოფლის მეურნეობის დარგი და ხელი შეუწყოს მცირე ფერმერების და აგრობიზნესის, ეფექტურად  და  მიზნობრივ განვითარებას.  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა ერთიანი საინვესტიციო პროექტების განხორციელება სოფლის მეურნეობის სფეროში კერძოდ, წყლისა და მიწის რესურსების სწორედ და ეფექტურ მართვაში. 

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2023 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკის ახალი საინვესტიციო პროექტი – „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“- რომელიც მიმართულია მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.  პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 150 მლნ დოლარს, რომელიც თანაბრადაა გაყოფილი (50/50) მსოფლიო ბანკის სესხსა და სახელმწიფო ბიუჯეტს შორის.   

 

საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ქვემოთ ჩამოთვლილი გარემოსდაცვითი და სოციალური დოკუმენტაციის გაცნობა/განხილვა.  

 

(1) გარემოსდავით და სოციალურ ვალდებულებათა გეგმა, (2) დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის გეგმა, (3) შრომითი ურთიერთობები მართვის პროცედურა, და (4) განსახლების ჩარჩო დოკუმენტი.

 

შეხვედრები ჩატარდება

2023 წლის 10 ნოემბერს, 12:00 საათზე

მისამართი:

გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზეღდულეთი, ადმინისტრაციული შენობა

 

განსახილველი დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია სამინისტროს ვებ-გვერდზე - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/34061 და მუნიციალიტეტების ვებ გვერზე განცხადება საკონსულტაციო შეხვედრის შესახებ გამოკრულია მუნიციპალიტეტების საინფორმაციო დაფაზე.

წინასწარი გაცნობისთვის დოკუმენტების ამობეჭდილი ვერსიები ხელმისაწვდომია მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის ოფისში,  მისამართი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი #6

 გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა

გორი, გრიგოლ ფერაძის #5

 

 PDF - Wikipedia

 
 
 

 

სხვა სიახლეები
მთავარი
25 ნოემბერი, 2023
გორში მსჯავრდებულთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

გამოფენა - გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები ნივთები.

გაიგე მეტი
ანონსი
21 ნოემბერი, 2023
25 ნოემბერს გორის თეატრში გორის ქალთა კამერული გუნდისა და ანსამბლ შავნაბადას კონცერტი გაიმართება

გორის ქალთა კამერული გუნდისა და ანსამბლ შავნაბადას კონცერტი, განახლებული რეპერტუარით

გაიგე მეტი
მთავარი
21 ნოემბერი, 2023
გორის მერია მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმს ნერგავს

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“ - “Civil Participation in Decision Making Toolkit (CPT)” - ასეთია მეთოდოლოგიის განმარტება და გულისხმობს ადგილობრივი თემის შეფასებას სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ადამიანური კაპიტალის მიხედვით.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით