დღე : 27
ღამე : 12
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

07 აგვისტო, 2022

სანთლების აქცია გორში

გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.
„2008 წლის აგვისტოში საქართველომ უმძიმესი დღეები გამოიარა. დღეს, პატივი მივაგეთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს თავისუფლებასა და მომავალს. ისინი ყოველთვის ემახსოვრება საქართველოს. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 აპრილი, 2024
გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისში

ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრო.

გაიგე მეტი
მთავარი
12 აპრილი, 2024
შინდისის გმირების გზატკეცილზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

6 790 კვადრატულ მეტრზე განთავსდება საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, გარეგანათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები.

გაიგე მეტი
მთავარი
12 აპრილი, 2024
საინფორმაციო შეხვედრა შშმ პირებთან

ღონისძიების ორგანიზატორებმა შშმ პირებს გააცნეს ის უფასო პროგრამები და სერვისები, რომლებიც მათ კომპეტენციების განვითარებასა და დასაქმებაში დაეხმარება.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით