ღონისძიებას, რომელის ფარგლებშიც შეჯიბრებები იმართება მინიფეხბურთში, კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მძლეოსნობაში, მოძრავ თამაშებში, ანაკლიის ,,მომავლის ბანაკი" მასპინძლობს.   მინიფეხბურთში წარმატებულ მონაწილეებს, 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების პერსპექტივა აქვს, რომელიც ხორვატიაში გაიმართება.   პროგრამის მიხედვით ღონისძიებაში საქართველოს 11 ქალაქის 400-მდე საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა (გორი, თბილისი, ბათუმი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური).   ოლიმპიადის ფინალურ ეტაპზე გამოვლენილი საუკეთესო გუნდები სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელიც ხორვატიაში, უნგრეთში, ესტონეთსა და ისრაელში გაიმართება.   სასკოლო სპორტული ოლიმპიადა წელს პირველად იმართება. პროექტი საპილოტეა. მომავალ წელს ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.