„დასაქმებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის“ მუნიციპალურ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის აპლიკაციების მიღების ბოლო ვადამ 15 ივლისამდე გადაიწია. აღნიშნულის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ ჟურნალისტებს დღეს აცნობა. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დასაქმებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალურ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის აპლიკაციების მიღების ვადა 6 ივლისის ნაცვლად 15 ივლისს ამოიწურება. მოგეხსენებათ დაიწყო პრემიერ–მინისტრის ინიცირებული პროგრამის ‘’აწარმოე საქართველოში’’ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი, რომელიც მოსახლეობას ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების საშუალებას აძლევს. ბიზნეის იდეის განსახორციელებლად მაქსიმალური დაფინანსების მოპოვების მიზნით, გადავწყვიტეთ ქალაქ გორის მოსახლეობისთვის მიგვეცა ორივე პროექტში ერთდროულად მონაწილეობის შესაძლებლობა და მუნიციპალური პროექტის ფარგლებში განაცხადების მიღები 10 დღით გავახანგძლივეთ“- აღნიშნა მან. პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 60 000 ლარია, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ნოვატორული ბიზნესიდეების განხორციელებას, მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას და დასაქმების ხელშეწყობას.
პროგრამის ფარგლებში, კონკურსის შედეგად გამოვლინდება და დაფინანსდება ექვსი საუკეთესო ბიზნესიდეა. მათ შორის, ერთი 15 000 ლარის, ორი 10 000 ლარის და სამი 5 000 ლარის ღირებულების პროექტი. ასევე გამოვლინდება 3 სარეზერვო პროექტი, რომელიც გამარჯვებულს ჩაანაცვლებს იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ განხორციელდება.
საკონკურსო განაცხადების განხილვისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით, ქალაქ გორის მერი შექმნის ხუთკაციან სამუშაო ჯგუფს, რომელიც პროექტებს რამდენიმე კრიტერიუმით შეარჩევს. მდგრადობა და განვითარების პერსპექტივა, დასაქმებულთა რაოდენობა, ინოვაციურობა, დაბალი რისკები, ინვესტიციის მოზიდვის პერსპექტივა, წილობრივი მონაწილეობა, პროექტებზე მუშაობის გამოცდილება, სოციალურად დაუცველი პირების დასაქმება იქნება ამოსავალი კრიტერიუმები გამარჯვებული პროექტების შერჩევისას.
დასაქმებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის პროგრამა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 3 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა. შედეგად მერიას მიეცემა საშუალება 6 ბიზნესპროექტის დააფინანსებისა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შექმნის პირველი მცდელობა იქნება.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაცია და პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო სააპლიკაციო ფორმის ნიმუში შეუძლიათ იხილონ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ვებგვერძე - gori.gov.ge (http://gori.gov.ge/open_news.php?id=71