6 ივლისს ქალაქ გორისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები  გაიმართა. შიდა ქართლის მოსახლეობას ციფრული მაუწყებლობის საკითხებთან და მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებითდეტალური ინფორმაციაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს,  რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა  მიაწოდეს. შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეები გურამ მაჭარაშვილი და ამირან შავშიშვილი, ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი,ხაშურის გამგებლის მოადგილე ზურაბჩხიტუნიძე და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.  2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მასშტაბით, ხოლო 2015 წლის 9 ივლისიდან შიდა ქართლის მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.     ციფრულ  ტელემაუწყებლობაზე გადასვლა 2006 წლის ჟენევის ხელშეკრულებით განისაზღვრა. რომლის მიხედვითაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლით საქართველო საერთაშორისო ვალდებულებას ასრულებს.