ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც არასრულყოფილად გაშუქდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.
 
იხ. ლინკი http://trialeti.ge/?menuid=2&lang=1&id=3563  

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სოციალური პროგრამის რამოდენიმე მუხლს დაფინანსება შეუმცირდა. თუმცა არ გაკეთებულა განმარტება იმის შესახებ, რომ გამოთავუსუფლებული თანხით მოსახლეობის მომართვიანობის მიხედვით  ამავე პროგრამის  ყველაზე მოთხოვნადი მუხლების  შევსება განხორციელდა.
მუხლი №1. - ონკოლოგიური ავადმყოფების სამდიცინო დახმარება (10 000 ლარი). 
მუხლი №12. - ოთხ და მეტ შვლიანი ოჯახების დახმარება (2000 ლარი).
მუხლი №6. - ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამკურნალო სარეაბილიტაციო დახმარება (5 000 ლარი).
მუხლი №15. - კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების დახმარება (10 000 ლარი).

წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად სოციალური პროგრამის ბიუჯეტი არ შემცირებულა.       გარდა ამისა, შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებული თანხების შემცირების ხარჯზე სოციალური პროგრამის  დაფინანსება გაიზარდება.