გორში მე-6, მე-12,  მე-13,  მე-14,  მე-16 საბავშვო ბაღების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარებს.         
ხელშეკრულების მიხედვით მე-12 ბაგა-ბაღში სამუშაოებს კომპანია შპს „გრანიტი“ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.  აღნიშნული საბავშვო ბაღი, რომლის შენობაც 2012 წლის 17 დეკემბერს ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა, დღემდე  ნაქირავებ ფართში სამი სააღმზრდელო ჯგუფით განაგრძობს ფუნქციონირებას.
 
მე-6, მე-13, მე-14,  მე-16 საბავშვო ბაღების შენობების რებილიტაციას შპს „ალონისი“ სექტემბერის დასაწყისში დაასრულებს.           

ხუთივე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო თანხა, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 მაისის
№994 განკარგულების მიხედვით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. სამუშაოების ღირებულებამ 633 400 ლარი შეადგენა.
      

„აღნიშნული საბავშვო ბაღების კონტიგენტი სულ 744 აღსაზრდელს შეადგენს. ორგანიზაციების პერსონალის განცხადებით ბაგა-ბაღების შენობებს ექსპუატაციაში შესვლიდან დღემდე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.“ - აცხადებენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.