დღეს,გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა თემაზე,,იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში".
შეხვედრაზე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, წარმოადგინეს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის დევნილთა თავის პრეზენტაცია და განიხილეს საერთო ფართებთან და ამხანაგობასთან დაკავშირებული პრობლემები.