29 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ახალგაზრდები შეხვდნენ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს. აღნიშნული შეხვედრა პროექტის:,,ინფორმირებული მოქალაქეები საჯარო სამსახურში“ ფარგლებში შედგა და შეეხებოდა ქალაქში გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზების ძიებასა და არსებული პრობლემების ადვოკაციას.