26 ივნისს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო სექტორთან გაიმართა მორიგი შეხვედრა, რომელიც ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით დაწესდა. შეხვედრას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის თემა იყო საგზაო ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, საგზაო უსაფრთხოება და ადაპტირებული გარემო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლე მიმოხილვა გააკეთეს აღნიშნული საკითხების ირგვლივ და ისაუბრეს განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. გამოიკვეთა საინტრესო საკითხები და აქვე განისაზღვრა თემა შემდგომი შეხვედრისათვის: მომავალი წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტები. მორიგი სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა აგვისტოს დასაწყისში.