გორში დღეს საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალში საქართველოს, სერბეთის, რუსეთისა და თურქეთის ქორეოგრაფიული ანსამბლები მონაწილეობენ.  

ფესტივალის მონაწილეები  გორის ცენტრალური მოედნიდან საზეიმო მსვლელობით კულტურისა და დასვენების პარკ ახალბაღისაკენ გაემართნენ, სადაც  ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია და კონცერტი გაიმართება.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 25  ივნისს თბილისში, არტ-ჰოლის საკონცერტო დარბაზში გაგრძელდება,  26 ივნისს კი დახურვის ცერემონიალსა და  გალაკონცერტს გორის კულტურის ცენტრი უმასპინძლებს.
საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის ორგანიზატორი და მხარდამჭერი მხარეები არიან ანსამბლ ,,ჩუქურთმის“ ხემლძღვანელობა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია.