გორში ამხანაგობების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ბარნოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობა ,,არქიტექტორი“ დაფინანსდა.
პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება 60 ბინიანი კორპუსის სახურავსა და სადარბაზოებს-შეიცვლება ამორტიზებული კარ-ფანჯრები და სახურავის დაზიანებული შიფრები და ოთხივე სადარბაზოს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდება.
პროექტის საერთო ღირებულებაა 39 600 ლარი, საიდანაც ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება თანხის 90%, რაც 35 600 ლარს შეადგენს. დარჩენილ თანხას პროექტით მოსარგებლე 60 ოჯახი დაფარავს.
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.