გორის მერიის  მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გურამიშვილის №80-ში მდებარე მრავალბინიან კორპუსში ეზოს მოასფალტების სამუშაოები დაიწყო.
პროექტის საერთო ღირებულება 9000 ლარია, საიდანაც კორპუსში მცხოვრებ 10  ოჯახს 1800 ლარის გაღება მოუწევს, დანარჩენ თანხას მერია დაფარავს.
ამხანაგობა ,,ჩვენი ეზოს“ პროექტი გასულ წელს დაფინანსდა, თუმცა ამხანაგობის წევრებმა მისი განხორციელების ორგანიზება მხოლოდ წელს შეძლეს. შესაბამისად, პროექტი მერიის მხრიდან  გასული წლის პირობებით 80%-იანი თანადაფინანსებით   განხორციელდება.
2015 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამაში  მერიის თანადაფინანსების  80%-იანი წილი 90%-მდე გაიზარდა. დამატებით 100%-ით ფინანსდება ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსური წილიც.
მიმდინარე წელს ამხანაგობების პროგრამის ბიუჯეტი 250 000 ლარია.