Ø  ,,ქალაქ გორის მერიის დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა“
Ø  პროგრამა დაფინანსებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის  მერიის მიერ.
Ø  პროგრამა დააფინანსებს დამწყებ, ასევე მოქმედ ბიზნეს პროექტებს.  

Ø 
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება:
  ·        
სამი    5 000  ლარიანი პროექტი;
·        
ორი    10 000 ლარიანი პროექტი;
·       
ერთი  15 000 ლარიანი პროექტი;
 

პროგრამის პრიორიტეტებია:
Ø  მომსახურების და მრეწველობის სფეროს დაფინანსება;
Ø  ნარჩენების გადამუშავებაზე მიმართული პროექტები;
Ø  ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება ორიენტირებული ბიზნეს პროექტები;
Ø  ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტები;  

პროექტის შეფასების კრიტერიუმები:
Ø  მდგრადობა/განვითარების პერსპექტივა                          1-5      ქულა
Ø  დასაქმებულთა რაოდენობა                                              1- 10     ქულა
Ø  მაქსიმალური შედეგის მიღწევა                                        1-5       ქულა
Ø  ინოვაციურობა                                                                   1- 5      ქულა
Ø  განხორციელების რეალურობა                                           1- 10     ქულა
Ø  დაბალი რისკები                                                                 1 – 10   ქულა
Ø  ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივა                            1-10       ქულა
Ø  თანადაფინანსება                                                                1 – 10   ქულა
Ø  სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირება           1 – 10    ქულა

პროგრამა შედგება სამი კომპონენტისგან:
Ø  ბიზნეს პროექტების დაფინანსება;
Ø  პროექტის ავტორების გადამზადება;
Ø  დასაქმებული პერსონალის გადამზადება.  

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად:
Ø  აპლიკაციების გადარჩევა
Ø  ბიზნეს პროექტების წარმოდგენა მომდევნო ეტაპზე გადასული აპლიკანტების მიერ.  

პროგრამა არ დააფინანსებს:
Ø  საბრუნავი საშუალებების შესყიდვას.

პროგრამის ფარგლებში შეძენილი საქონელი ან ქონება რჩება მერიის საკუთრებაში და მოხმარების უფლებით გადაეცემა გამარჯვებულ პროექტის ავტორს. პროექტის ვერ/არ განხორციელების შემთხვევაში მერია უფლებამოსილია დაიბრუნოს შეძენილი საქონელი ან ქონება და გადასცეს სარეზერვო ან სხვა მსგავსი მიზნების პროექტს.  

მსურველებმა შევსებული სააპლიოკაციო ფორმა წარმოადგინეთ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, ან გადმოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@gori.gov.ge   2015 წლის 6 ივლისამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით: 599 85 53 18;


აპლიკაციის ფორმა იხილიეთ თანდართული ფაილის სახით.
აპლიკაცია  

გისურვებთ წარმატებას!